ბიზნესმენ ბესო ხარძიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ კომენტარს, რომელიც მისმა დამ გააკეთა და აღნიშნავდა, რომ მკვლელობის კვალი გიორგი უდესიანთან მიდიოდა, თავად უდესიანი გამოეხმაურა.
"მე ოჯახის წევრების კომენტარზე კომენტარს არ გავაკეთებ. ისინი არიან გამწარებული ადამიანები დღეს, მაგრამ მინდა გავაკეთო კომენტარები იმ ადამიანების შესახებ, ვინც გარედან ათას სიბინძურეს ლაპარაკობს. არიან ჯგუფები, ვინც შავბნელ პიარს აგორებენ, წლების განმავლობაში ხდებოდა ეს. ასეთ სიბინძურეს რომ ადამიანს დააბრალებ დაუდასტურებლად, ამაზე დიდი სიბინძურე არ არსებობს. საქართველოში არსებობენ სამართალდამცავი ორგანოები, არსებობენ ძალოვანი უწყებები, რომლებიც იმედია, ძალიან სწრაფად გამოიძიებენ ამ საქმეს", – განაცხადა უდესიანმა.