ქრთამის აღების ფაქტზე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი გიორგი შერმადინი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა მეწარმე სუბიექტმა გორის მუნიციპალიტეტს შეუსრულა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები, შესრულებული სამუშაოებისათვის თანხის გადმორიცხვის დაჩქარების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მოქალაქისაგან ქრთამის სახით 500-ი ლარი აიღო.
დანაშაულუ 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.