უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებულ "ნინო გვენეტაძის facebook გვერდთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"აღნიშნული გვერდი სოციალურ ქსელებში არ განეკუთვნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის ოფიციალურ გვერდს. იგი შექმნილია რამდენიმე თვის წინ უცნობი ადმინისტრატორის მიერ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მასთან კავშირი არ აქვს.
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებისა და პოზიციის გაცნობის ოფიციალური და ერთადერთი წყარო მხოლოდ სასამართლოს ვებგვერდი და უზენაესი სასამართლოს facebook გვერდია." _ აღნიშნული განცხადებაში.