ჩვენი პლანეტის დაახლოებით 695 მილიონი ადამიანი ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია.
პირველ ადგილზე ინტერნეტ-ქსელის გამოყენებით ამერიკელები არიან. ამერიკაში 168 მილიონი ადამიანი სისტემატურად იყენებს ინტერნეტს.
მეორე ადგილი 76 მილიონით ჩინეთს უკავია. მესამე ადგილზე 54 მილიონით იაპონია დგას. გერმანიის მოსახლეობის 34 მილიონი და დიდი ბრიტანეთის 32 მილიონი ინტერნეტის გარეშე ვეღარ ძლებს.
მეექვსე ადგილზე სამხრეთ კორეაა, შემდეგ მოდის საფრანგეთი, კანადა, იტალია და ინდოეთი 17 მილიონი ინტერნეტ-მომხმარებლით.
რაც შეეხება დროს, რომელსაც მომხმარებლები ინტერნეტში ატარებენ. ამ მხრივ, პირველი ადგილი ისრაელს ეკუთვნის. აქ მომხმარებელი თვეში ინტერნეტში 60 საათს ატარებს, ორჯერ მეტს, ვიდრე ამერიკაში.