3 აპრილს,, ჩოხატაურში, პარტიის _ "დემოკრატიული მოძრაობა", რაიონულ ორგანიზაციაში მოხდა საკადრო გადახალისება _ ორგანიზაციის თავმჯდომარედ მამია ბარამიძის ნაცვლად მზია სიხარულიძე აირჩიეს, აღმასრულებელ მდივნად _ გივი ნაკაიძე.
საორგანიზაციო შეხვედრაზე, რომელსაც ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერებიც ესწრებოდნენ, გაკეთდა განცხადება, რომ პარტიის მიერ გაწეული მუშაობა საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებაზე და მოთხოვნაზე იქნება გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ პარტიის _ "დემოკრატიული მოძრაობა", ლიდერი ნინო ბურჯანაძეა.