"გურია ნიუსის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას " საკრებულოს დეპუტატი: "რატომ და რისთვის მალავთ ქალაქის ბიუჯეტს" , სადაც საკრებულოს დეპუტატი ნათია შარაშენიძე ქალაქ ოზურგეთის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ბიუჯეტის ამსახველი დოკუმენტის დამალავში ადანაშულებს, ქალაქ ოზურგეთის მერია და საკრებულო ეხმაურება:
"2014 წლის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ N45 დადგენილების საფუძველზე დაამტკიცა 2015 წლის ბიუჯეტი. ნათია შარაშენიძე საკრებილოს სხდომას ესწრებოდა. დამტკიცებული ბიუჯეტი "საკანონმდებლო მაცნეში" 2014 წლის 31 დეკემბერს, ხოლო გაზეთ "ალიონში" ამავე წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნდა. ბიუჯეტის ელექტრონული ვერსია, ასევე, აიტვირთა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
სასურველია, თუ ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი და ფრაქცია "ოზურგეთის მომავლისათის" წევრი ნათია შარაშანიძე ინტერნეტ-რესურსის გამოყენების მეთოდს აითვისებს და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოებას უკვე მერამდენედ შეცდომაში არ შეიყვანს„ _აღნიშნულია განცხადებაში.