გასულ კვირას, ოზურგეთში ქალაქ ოზურგეთის ჯუმბერ დუნდუას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლი "გურიას" მოცეკვავეები საგასტროლო ტურიდან დაბრუდნენ. "გურიას" კონცერტი რუსეთის 14 ქალაქში შედგა.
ანსამბლს თან ახლდა ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილე, კობა დუნდუა, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, ახლა კი "გურიას" ქორეოგრაფია.
კობა დუნდუა: ეს იყო კომპანია "ასკანელი ძმები"-ს მიერ შემოთავაზებული წინადადება, რომ შემდგარიყო ანსამბლ "გურიას" გასტროლი რუსეთის 14 ქალაქში.
_ იყო თუ არა ეს კონცერტები დაფინანსებული ქალაქ ოზურგეთის ბიუჯეტიდან?
_ სრული დაფინანსება გაიღო "ასკანელმა ძმებმა" და აქ ნამდვილად არ ყოფილა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება.
_ რატომ მოხდა ისე, რომ პირველი გასტროლი რუსეთის 14 ქალაქში დაიგეგმა?
_ პირველი გასვლა იმიტომ დაიგეგმა რუსეთის ფედერაციაში, რომ " ასკანელი ძმების" პროდუქციას რუსეთის ბაზარზე აქვთ მაღალი ავტორიტეტი. მათი პროდუქცია რუსეთის გარდა 26 ქვეყანაში იხილავთ, მაგრამ ძირითადი ნაწარმი მაინც რუსეთის ბაზარზე გადის. სიმართლე უნდა ითქვას, რომ შოუბიზნესში დღესდღეობით პროდუქცია ანუ ანსამბლი, რომელიც იყიდება რუსულ ბაზაზე და რომელიც წარმატებით გაიყიდება რუსულ ბაზარზე უკვე მომხიბვლელია სხვა დანარჩენი საპროდიუსერო კომპანიებისთვის, რომ მსოფლიოში გავიდეს ეს თუ ის ანსამბლები და გაიყიდოს მათი შოუ. ეს იყო ჩვენი ანსამბლის სარეკლამო ტური. სანკ-პეტებურგში ძალიან ბევრი პროდიუსერი იყო მოწვეული და ნახა ჩვენი კონცერტი.
ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, თუნდაც სოჭში ჩატარებულმა კონცერტმა. კონცერტის შემდეგ მოგვიხდა ქალაქში გასვლა, გზას შეხვდნენ ახალგაზრდები, გამოვიდნენ მანქანიდან, რომელსაც აფხაზეთის ნომრები ჰქონდა. მათ გვითხრეს, რომ სპეციალურად ჩამოვიდნენ აფხაზეთიდან, ისინი ძალიან თბილიდან შეგხვდნენ და რამდენიმე წუთი კიდევაც ვისაუბრეთ.
_ ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებენ ქართული ესტრადის მომღერლებს თუ ქართული ცეკვის წარმომადგენლებს, რომლებიც კონცერტებს ატარებენ რუსეთში. უხერხულობის გრძნობა ხომ არ გაგჩენიათ, რომ თქვენ ხართ ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილე და ასევე ანსამბლის ქორეოგრაფი. თქვენი მოსაზრება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?
_ მე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ჩემი შეხედულება მაქვს. მერის მოადგილემდე მე ვიყავი ქორეოგრაფი, დღემდე ვარ ქორეოგრაფი და ვიქნები სულ ქორეოგრაფი, რაც არ უნდა თანამდებობრივი კარიერული წინსვლა განვიცადო ჩემი ცხოვრების მანძილზე. მე მინდა ვთქვა, რომ როდესაც ჩავდიოდით სხვადასხვა ქალაქში არ შეგვქმნია არანაირი პრობლემა, პირიქით ჩვენ მათში ვხედავდით ძალიან დიდ მონატრებას, ძალიან დიდ წყურვილს და სურვილს იმისა, რომ როგორც ღრუბელი ისრუტავს აი ისე ისრუტავდა მაყურებელი ქართულ ხალხურ ცეკვას, იმ დონეზე იყო მოწყურებული. ერთი სული გქონდათ, როდის დაიწყებოდა კონცერტი, ენახათ ყველა ქართული ცეკვა. მე შემოქმედებითად ვფიქრობდი და სხვანაირად არც მიფიქრია მოგზაურობის დროს.
_ როგორც ვიცი რუსეთის 14 ქალაქში აფხაზური იცეკვეთ, ხომ არ იყო ამასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა?
_ აფხაზურის გარდა, პროგრამაში ჩვენ ასევე გვქონდა ოსური ცეკვა, მიპატიჟება ჰქვია ამ ცეკვას. მეტსაც გეტყვით, ყველგან ვერ შევასრულეთ ხანჯლური, რადგან სცენაზე არ დაგვრთეს ამის ნება, ხანჯლების გამო და სადაც ეს მოხდა, ყველგან პირველ ნაწილს აფხაზურით ვასრულებდით. სხვათაშორის განმეორებასაც ითხოვდა. ნოვგოროდში ვახშმის დროს ჩვენთან მოვიდა ახალგაზრდა ქალბატონი, ის იყო აფხაზეთიდან და მუშაობდა საკონცერტო დარბაზში. ატირებული მოვიდა ჩვენთან, მოგვესალმა და გამოთქვა იმის იმედი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხდება იმ კონფლიქტის მოგვარება, რაც ამ დროისთვის არსებობს აფხაზებსა და ქართველებს შორის.
_რატომ ერქვა შოუს "Askaneli Dance"?
_ ანსამბლი "გურიას", შოუ "Askaneli Dance" წამოვიდა იქედან, რომ ძმები ასკანელები ძალიან ბევრი წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ რუსეთში და არიან ცნობილები. რაღაც უნდა ყოფილიყო, რაც მეტად ცნობილი იქნებოდა მაყურებლისთვის. მოკლედ, ამ ბრენდით წარვდექით მაყურებლის წინაშე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებულად.
_ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით?
_ რუსეთში ჩატარებულმა კონცერტმა განაპირობა ის, რომ ძალიან დიდი დაინტერესდა მოვიპოვეთ პროდიუსერებისგან და ზაფხულში უკვე იგეგმება სერიოზული დონეზე სამი ქვეყანა გერმანია, ჰოლანდია და საფრანგეთი საგასტროლი ტური. ზამთარში კი ექვსი კონცერტი უკვე დაგეგმილია კანადაში და მიმდინარეობს ერთ-ერთ კომპანიასთან მოლაპარაკება და არ არის გამორიცხული, ამერიკასაც ვესტუმროთ და ერთ საგასტროლო ტურში მოხდება.