ამ წუთებში, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან.
უჩა ნანუაშვილის თქმით, ყველა რაიონში გაიმართება მსგავსი ტიპის შეხვედრები, რადგან ახლოდან გაეცნონ მოსახლეობის პრობლემებს.
პირველი შეხვედრაზე თავისი პრობლემის შესახებ ოზურგეთელმა, მურთაზ აბაშიძემ ისაუბრა.
"ორი თვეა თქვენთან მაქვს გამოგზავნილი წერილი, რომელზეც რეაგირება ამ დრომდე არ არის. მოვიგე ორი სასამართლო პროცესი და მჭირდება თქვენი მხარდაჭერა."
აპარატის წარმომადგენლის თქმით, მურთაზ აბაშიძის განცხადება ნამდვილად მიღებულია, მიმდინარეობს შესწავლა და ის რეაგირების გარეშე არ დარჩება.