ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი იმყოფებოდა.
"გურია ნიუსის" კითხვაზე, როდის გახსნის სახალხო დამცველი გურიაში ოფისს, გვიპასუხა:
"ჩვენ გვაქვს სურვილი გურიაში გვქონდეს ოფისი, რომელიც მთელ გურიას დაფარავს. გასულ წელს კახეთში გავხსენით ახალი ოფისი. სავარაუდოდ, მომავალ წელს შევძლებთ სპეციალურად ოფისის გახსნას. მანამდე კი გვეყოლება საკონტაქტო პირი, რომელიც რეგულარულად მოგვაწვდის ინფორმაციას ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ". – გვითხრა უჩა ნანუაშვილმა.