"დინამო არენას" კეთილმოწყობისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა, 14 მილიონი ლარი დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, 6 მილიონი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
ზემოხსენებული გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო. მინისტრთა კაბინეტის სხდომას დავით ნარმანიაც ესწრებოდა.
"ფინანსთა სამინისტრომ დამატებით გამოგვიყო 6 მილიონი ლარი იმისთვის, რომ "დინამოს" სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები სრულად მოვაწესრიგოთ და ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც უეფას სტანდარტებით არის გათვალისწინებული. კერძოდ, ეს დაფინანსება მიმართული იქნება სტადიონის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოებზე, სკამების მთლიანად შეცლის, დემონტაჟისა და მონტაჟის სამუშაოებზე. ჯამში სტადიონის კეთილმოწყობისთვის 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, საიდანაც 14 მილიონ ლარს უშუალოდ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დავხარჯავთ, დამატებით 6 მილიონ ლარს კი სახელმწიფო გამოყოფს. გეტყივთ, რომ სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ სტადიონი სრულად იქნება მზად, რათა 11 აგვისტოს ღირსეულად ვუმასპინძლოთ უეფას სუპერთასის მატჩს“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved