საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილები არასტაბილურობის განცდას არ იწვევს და მედიას მოუწოდებს, ამ განცდის ხელოვნურად შექმნისგან თავი შეიკავონ.
"სულ ტყუილად ატეხეთ აჟიოტაჟი. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, ხელოვნურად ნუ ეცდებით, რომ არასტაბილურობის განცდა გააჩინოთ. თუ საჭირო იქნება პარლამენტის ხელახალი ნდობის მმოპოვება, არც ეს იქნება პრობლემა. შეგახსენებთ, რომ ივლისში, როცა 7 მინისტრი გამოვცვალე, მთავრობამ ხელახლა მოიპოვა პარლამენტის ნდობა. ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, დემოკრატიული და მუშა პროცესი. მთავრობა საჭიროებს მუდმივად განახლებას. ასე რომ, არაფერი სასკანდალო, მინდა თქვენ გახაროთ, არ არის. ყველაფერი ძალიან კარგადაა. მინდა დაგიდასტუროთ და მოსახლეობას ვუთხრათ, რომ არაფერი სერიოზული არ ხდება. ერთი მინისტრი წავა, მეორე დაინიშნება. შეიძლებ ასხვა მინისტრიც წავიდეს", _ განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
ღარიბაშვილს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ.
ღარიბაშვილმა მედიას დალოდება ურჩია და აღნიშნა, რომ საზოგადოება ყველაფერს გაიგებს.