https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სააკაშვილი და სპეცჩამოსხმის „ბორჯომი“

16:05; 2.05.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს ტრადიციულად ახალ „პოლიტიკურ-სახალისო“ მოგონებებს წარმოგიდგენთ. ჩვენი სტუმრები კვლავ თანამემამულე პოლიტიკოსები იქნებიან, რომლებიც თქვენს სამსჯავროზე რამდენიმე ორიგინალურ ისტორიას გამოიტანენ.

ქართველი პოლიტიკური ელიტის თითოეული ნაბიჯი ადგილობრივი მას-მედიის დიდ ყურადღებას იქცევს. ამის მიუხედავად არაერთი მოვლენა ჟურნალისტების ყურადღების მიღმა რჩება და მათ მოგვიანებით თავად „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ იხსენებენ.

ლეიბორისტები – სოსო შატბერაშვილი და პაატა ჯიბლაძე ბატონ სააკაშვილთან სამკვდროდ-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულები. გაგიკვირდებათ და ამ სამეულს ერთხელ „სპეცჩამოსხმის ბორჯომი“ ერთად დაუჭაშნიკებია. სოსო შატბერაშვილი ამ ისტორიას არაერთხელ იხსენებდა.

„როდესაც სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ძალიან უყვარდა გამსვლელი სხდომების ქალაქგარეთ ჩატარება. იგი კომფორტის დიდი მოყვარულია. ხშირად გუდაურში, „მარკო პოლოში“ აწყობდა სხდომებს.
ერთხელაც, მორიგი სხდომის შემდეგ, საღამოს ვახშამზე მე და პაატა ჯიბლაძემ დალევა გადავწყვიტეთ. არადა, სპირტიანი სასმელი აკრძალული იყო. ამიტომ არაყი „ბორჯომის“ ბოთლში ჩავასხით და ისე ვსვამდით.

სააკაშვილი მოპირდაპირე მაგიდასთან იჯდა. მიშა ხედავდა, რომ ჩვენ თანდათან კარგ ხასიათზე ვდგებოდით. უცებ, ჩემთან მოვიდა და მკითხა: „რას სვამთ, ბატონო სოსო?“ მეც ვუპასუხე – სპეცჩამოსხმის „ბორჯომს“-მეთქი.
სააკაშვილმა მისი გასინჯვა მოისურვა და ჩვენც დავუსხით. ორი ჭიქის შემდეგ მიშა კარგ ხასიათზე დადგა. საუბარი მედიცინაზე ჩამომიგდო. მაშინ მე ვკურირებდი ამ საკითხს, კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. დავიწყეთ კამათი. სააკაშვილი ნათელაშვილს გადასწვდა და მისი აზრები გააკრიტიკა. შალვას მედიცინის არაფერი გაეგება, მე კი სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის შვილიშვილი ვარო. ნათელაშვილს უთხარით, მედიცინაში ცხვირის ჩაყოფას ურჩევნია, დუშეთში ძროხები დაითვალოსო. ეს ისეთი ბავშვური გულუბრყვილობით თქვა, გაბრაზების ნაცვლად გამეცინა“.

ქართველი პარლამენტარები მხიარული, უდარდელი და, ამავდროულად, მოცლილი ადამიანები არიან. ერთი პერიოდი ფეხბურთის გუნდიც კი ჩამოაყალიბეს, რომელშიც ვლადიმერ გუცაევის ადგილი არ მოიძებნა.
ალექსანდრე შალამბერიძე საკუთარ „სპორტულ კარიერას“ შემდეგნაირად იგონებს:

„პარლამენტში ფეხბურთის გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს, რომელიც შიშის ზარს დასცემდა ყველას. გუნდის შექმნა კაკო ბობოხიძემ ითავა. ბურთის გორაობა მეც მიყვარდა, თავდასხმაში ვიყავი და მეკარეს – ირაკლი მინდელს, სისხლს ვუშრობდი. მოვიდა ბობოხიძე და მეუბნება:
– ზნაჩიტ, ტაკ, თავდასხმაში მე და შენ ვიქნებით.

– კარგი რა, კაკო, – შორს დავიჭირე, – თავდასხმაში მე ვიყო და ვოვა გუცაევი ტრიბუნაზე იჯდეს? მიდი, შეთავაზე, უარს არ გეტყვის.
– გუცაევმა თამაშისა რა იცის, – ხელი ჩაიქნია, – პირს დააღებდა, რო ენახა, გუშინწინ ცარიელ კარში სამი მეტრიდან როგორი ბურთი გავიტანე.

– გუცაევი 100 წლისაც რომ იყოს, ვერ აჯობებ, – ცივი წყალი გადავასხი.- შენც ტრიბუნაზე იჯდები! – გაბრაზდა, – ორივეს თუ „კაკო-კაკო“ არ გაძახებინოთ, კაცი არ ვიყო!”

წინა საუკუნის 70-იან წლებში, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ბორის ელცინი საქართველოში ხშირად ისვენებდა. ბატონ ბორისს ქალაქი გაგრა განსაკუთრებით უყვარდა და იქაური პრესტიჟული სანატორიუმის მუდმივი სტუმარი გახლდათ. გაგიკვირდებათ და ელცინს თურმე საქართველოს სადღეგრძელო არაერთხელ დაულევია. მაშინ ბორია ქალაქ სვერდლოვსკის პირველი მდივანი გახლდათ და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, საქართველო-აფხაზეთის შეიარაღებული დაპირისპირებისას  ჩვენს ქვეყანას ამ კუთხეს დააკარგვინებდა. ამ შესავლის შემდეგ ალბათ უმჯობესი იქნება თუ სიტყვას ბატონ თამაზ ნადარეიშვილს გადავცემთ.

„70-იანი წლების დასაწყისში გაგრის კომკავშირულ სტრუქტურებში ვმუშაობდი. ქალაქში მთელი რიგი სანატორიუმები კომპარტიის ლიდერებისთვის იყო გათვალისწინებული და ყველა რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ საპატიო სტუმრები დასასვენებლად. ჩემი მოვალეობა იყო მათი დახვედრა-გამასპინძლება და მეც კეთილსინდისიერად ვასრულებდი დაკისრებულ საქმეს.

ერთხელაც დამავალეს, ამა და ამ სანატორიუმში სვერდლოვსკის პირველი მდივანი ისვენებს და ხილი და სასმელი მოუტანეო. ავიღე ორი ყუთი, ერთში ყველანაირი ხილი ჩავაწყვე, მეორეში – ნაირ-ნაირი საუკეთესო სასმელები და მივადექი. კარზე წარწერას შევხედე, მაინც ვინ არის ეს ბედნიერი-მეთქი და წავიკითხე: „ბორის ნიკოლაევიჩ ელცინ“. მე სახელი მაინტერესებდა, როგორ მიმემართა, თორემ გვარი, ელცინი იქნებოდა თუ ტიმოფეევი, სულ ერთი იყო. დავრეკე ზარი და კარი მისმა მეუღლემ გამიღო:

– ჩტო ვი ხატიტე? – მეკითხება.
ამ დროს ელცინიც გამოჩნდა, ხილის ყუთს თვალი აარიდა და სასმელებს გაბრწყინებული სახით მიაჩერდა.
– ვოდკა?
– ვოდკა ი კონიაკ, – გავახარე.
– ვოტ ეტა და! – გადაირია, თავის ხელით შეიტანა ყუთი და მეც შემიპატიჟა, რუსები მარტო არ სვამენო.
უარს როგორ ვეტყოდი. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და კარგად რომ შეღამდა, ნახევარი ყუთი ცარიელი იყო. რა სადღეგრძელო აღარ დავლიეთ: ძმობის, მეგობრობის, ქართველი და რუსი ხალხის მარადიული სიყვარულის… რამდენჯერმე აცრემლებულმა გადამკოცნა, ქართველების სიკეთეს ცხოვრებაში არ დავივიწყებო. თურმე, ვისთან სვამ და რა ძმობაზე ელაპარაკები. გავიდა დრო და სწორედ ამ კაცმა არ დამაკარგვინა გაგრა და აფხაზეთი?

მეორე დილას ძლივს ავდექი, თავი მისკდებოდა. ხელმძღვანელმა დამიბარა და ღიმილით მითხრა, რომ ახალი „საპატიო დავალება“ უნდა შემესრულებინა.
– ცოტა ხნის წინ ელცინმა დამირეკა, ძალიან კმაყოფილი ვარ და სანამ აქ ვიქნები, ეგ კაცი არ მომაშოროთ გვერდიდანო“.
გაგიკვირდებათ და დღევანდელ „პოლიტიკურ მოგონებებს“ ცნობილი სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი დაასრულებს.

რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ძმამ, ბესო ჯუღელმა დაბადების დღე გადაიხადა, სადაც ორმოცდაათკაციანი სუფრის თამადა გახლდით. იქ იყვნენ მისი თანაპარტიელებიც, მათ შორის – „ნაციონალური მოძრაობი“ თავკაცებიც.
მე ქეიფის დასაწყისშივე გამოვაცხადე, რომ პერსონალური სადღეგრძელოები არ შეისმებოდა. როცა ყველა შევთვერით, მითხრეს, რომ მიშა სააკაშვილი მედღეგრძელებინა. დავთანხმდი, დავლევ, ოღონდ, ბატონო მიშა, არ მიწყინოთ, რასაც ახლა ვიტყვი-მეთქი. ხმას ავუწიე და პათეთიკურად დავიწყე:

ბატონებო, 20 წლის წინათ, ქართველების ჯგუფი ვქეიფობდით მოსკოვში რესტორან „როსიაში“. თამადა, რა თქმა უნდა, მე ვიყავი. უეცრად, შუა ქეიფში ადგა სუფრის ერთ-ერთი წევრი მურთაზ ხურცილავა და მთხოვა, ერთი სადღეგრძელო მათქმევინეო, მეც ნება დავრთე და მან ასეთი რამე თქვა: მოდით, გაუმარჯოს ფეხბურთის ბურთს, რა ვიქნებოდი მე, რომ არა ბურთი. მე ხომ ბურთმა შემომატარა მთელი მსოფლიოო!” ცოტა ხანში ომის ვეტერანმა, მელიტონ ქანთარიამაც მთხოვა სადღეგრძელო, თქმის უფლება მივეცი. მან ასე დაიწყო სადღეგრძელო, „გაუმარჯოს ადოლფ ჰიტლერს, რომ არა ჰიტლერი, რა ვიქნებოდი მეო“. ბატონო მიშა, არ გეწყინოთ, მაგრამ რა იქნებოდით თქვენ, ამ ქვეყნად ედუარდ შევარდნაძე რომ არ ყოფილიყო-მეთქი“.

ამის გამო, სრული სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ სანდრას გაეღიმა. ამ ამბის გენიალური ფინალი კი ის გახლდათ, რომ მეორე დღესვე შევარდნაძემ იცოდა ამ სადღეგრძელოს შესახებ“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ვისთვის იქნება 2026 წლის იანვარი განსაკუთრებით წარმატებული

11:00; 26 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

დაიცავით თავი ავი თვალისგან

10:20; 26 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

დედამთილების ჰოროსკოპი

10:18; 26 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

რძლების ჰოროსკოპი

10:16; 26 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

სიძე ჰოროსკოპის ნიშნების მიხედვით   

10:15; 26 დეკემბერი, 2025

რძე სიგარეტის წინააღმდეგ

სასმელი სიტყვითაც ათრობს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“დაგეგმილია სამუშაოები მრავალი მიმართულებით” _ რომელმა კომპანიამ განახორციელებს ზედამხედველობას

11:45; 26.12.2025
საზოგადოება

“ავადმყოფობამ საახალწლოდ შემოგვიტია” _ ოზურგეთში აფრიკული ცხელებით კვლავ ბევრი ღორი დაიხოცა

11:43; 26.12.2025
ფინანსები

ტენდერი ბენეფიციარების კვებისთვის

11:40; 26.12.2025
ფინანსები

მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება

11:38; 26.12.2025
პოლიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

11:30; 26.12.2025
ზაფრანი

ვისთვის იქნება 2026 წლის იანვარი განსაკუთრებით წარმატებული

11:00; 26.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
სამართალი

საგამოძიებო სამსახური – სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 4 მლნ-მდე ლარის ზიანის მიყენებისთვის რვა პირია დაკავებული

10:34; 26.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე და რომელ მონაკვეთებზე აიკრძალა თოვის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა

10:26; 26.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის

10:24; 26.12.2025
ზაფრანი

დაიცავით თავი ავი თვალისგან

10:20; 26.12.2025
ზაფრანი

დედამთილების ჰოროსკოპი

10:18; 26.12.2025
ზაფრანი

რძლების ჰოროსკოპი

10:16; 26.12.2025
ზაფრანი

სიძე ჰოროსკოპის ნიშნების მიხედვით   

10:15; 26.12.2025
პოლიტიკა

“მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” – კახა კალაძე

10:10; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო