ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, გუშინ გვიან ღამით, ებრაელი ინვესტორი იგორ ასკაროვი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ. დაბის რწმუნებულის, ემზარ ბერიძის თქმით კი, მსგავსი ინფორმაცია მასა აქვს, თუმცა ოფიციალურად დადასტურებული არა.
როგორც ლაითურის მკვიდრი გელა აბაშიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, ინვესტორმა ქარსაფარ ზოლში 30 ძირი ნაძვი მოჭრა, რასაც ოზორგეთიდან გარემოს დაცვის სამსახურის გამოძახება მოჰყვა, თუმცა ინვესტორი არც მათ დაემორჩილა.
ამის შემდებ ოზურგეთის გარემოს დაცვის თანამშრომლებმა მათი კოლეგები გამოიძახეს აჭარიდან და სწორედ მათ დააკავეს ინვესტორი.
აღნიშნულის შესახებ ვრცლად, "გურია ნიუსის" მოგვიანებით შემოგთავაზებთ მასალას.