უკვე მეორე კვირაა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს _ წყალი, გზა, ხიდი, გაზი, მიწების დაკანონება _ მოთხოვნები უცვლელია.
აქციას, როგორც წინა კვირას, დღესაც შეუერთდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.
ძველ პრობლემებს ახალი მოთხოვნა დაემატა _ მოსახლეობა ლაითურში ფინანსური პოლიციის შესვლას ითხოვს.
აქციის დროს გაირკვა, რომ მიწების დაკანონებასთან დაკავშირებით ხელისუფლება კერძო კომპანიებთან მოლაპარაკებებს კვლავ აწარმოებს.