დიდ ბრიტანეთში, დღეს, საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელსაც ექსპერტებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე არაპროგნოზირებადი უწოდეს.
გამოკითხვების თანახმად, მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მხარდაჭერა არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ აქვს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 ათასამდე საარჩევნო უბანი დილის 7:00 საათზე გაიხსნა.
პარლამენტში 650 მანდატის მოსაპოვებლად ძირითადად კონსერვატორები, ლეიბორისტები, ლიბერალ–დემოკრატები, პარტია "დამოუკიდებელი გაერთიანებული სამეფო" და პარტია "დამოუკიდებელი შოტლანდია" იბრძვიან.
დიდ ბრიტანეთში საარჩევნო სუბიექტებისთვის ხმის მიცემა 22:00 საათზე შეწყდება.