საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ახალი მინისტრი გიგლა აგულაშვილი სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს, სადაც დანაგვიანებული ადგილებია ასახული.
როგორც აგულაშვილი წერს, მხოლოდ საკანონმდებლო აქტების მიღებით პრობლემა ვერ მოგვარდება, თუ თითოეულმა მოქალაქემ პრობლემა ვერ გააცნობიერა.
"რაც ამ ფოტოებზე ჩანს დღეს არ შემიმჩნევია მხოლოდ, მაგრამ უკვე სხვა პასუხისმგებლობით ვუყურებ პრობლემას. ჩვენი ყველა ძალისხმევა უნაყოფო იქნება, თუ თითეულმა ჩვენგანმა არ გავაცნობიერეთ, რომ მხოლოდ საკანონმდებლო ნორმების სრულყოფით, მათი იმპლემენტაციითა და ადმინისტრირებით მიზანს ვერ მივაღწევთ. თითეული ჩვენგანი, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები არა მარტო ვეგუებით ამას, არამედ თუ უშუალოდ არა, გულგრილობითა და მიმნებებლობით მაინც ვართ ჩართული ამ პროცესში. სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ადამიანის გარეშე არ წარმოიქმნება.
სირცხვილია ჩემო თანამემამულენო, სირცხვილი!
P.S. შეგნებულად არ ვუთითებ ადგილს., სადაც ეს ფოტოები გადავიღე. იმედი მაქვს, რომ ვისაც ეხება სამსახურებრივად, მოქალაქეობრივად და ადამიანურად უყურადღებოდ არ დატოვებს ამას (ეს ჩემი სამინისტროს თანამშრომლებსაც ეხება)", _ წერს აგულაშვილი.