დაკავება გუშინ საღამოს ხმელთაშუაზღვის სანაპიროებთან, ესპანეთის ქალაქ კარტახენის სიახლოვეს მოხდა. სიერა ლეონის დროშით მცურავ გემზე სამართალდამცველებმა ორ ტონამდე ნარკოტიკი აღმოაჩინეს. გემის ეკიპაჟის წევრები, საქართველოს ექვსი მოქალაქე, ერთი თურქეთისა და სირიის თითო მოქალაქეები, ამ დროისათვის დაკავებულები არიან.
ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია საქართველოს დაკავებულ მოქალაქეთა ვინაობა.
ესპანურენოვანი გამოცემა www.20minutos.es-ის ინფორმაციით, ამოღებული ნარკოტიკის საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე დაახლოებით სამი მილიონი ევროა.
დაკავება სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდა და ესპანეთის ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეტანის ამ საზღვაო მარშრუტს სამართლდამცველები გასული წლიდან სწავლობდნენ.

































































