საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ "პუტინი ვერ იქნება მტერი, რადგან ერთი კონკრეტული ადამიანი სახელმწიფოს მტერი არ შეიძლება იყოს":
_ "მერკელი იყო მოსკოვში და ერთხელაც არ უხსენებია ჰიტლერი, სულ ამბობდა ნაციონალურ სოციალისტური გერმანია. ანუ კეთილი ვინებოთ და ნუ ვაკნინებთ სახელმწიფო საქართველოს. ერთი ადამიანი ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი. ეს შეიძლება იყოს რუსეთი. მითუმეტეს პუტინს აქვს 75%-იანი ნდობა რუსეთში და კეთილი ვინებოთ და ამას თვალი გავუსწოროთ" _ განაცხადა ზაქარეიშვილმა.