ამ წუთებში, შსს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოში ადვოკატ რამინ პაპიძეს არ უშვებენ.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, საქმე ეხება ქალაქ ოზურგეთში, 2015 წლის 15 თებერვალს, ირაკლი კვაჭანტირაძის მკვლელობას.
ამ საქმეზე მოწმის სახით სწორედ ახლა იკითხება მ.ხ.-სი, რომლის დაკითხვას ადვოკატს, რამინ პაპიძეს არ ასწრებენ.
"დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით გამოიძახეს მ.ხ-სი, რომლის ინტერესების დაცვასაც ვაპირებდი. დავუკავშირდი საქმის გამომძიებელს მიხეილ დარჩიას, რომელიც არის გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი და ვუთხარი, რომ დავსწრებოდი დაკითხვას, მან განმიცხადა, რომ ინტერესების კონფლიქტია და უარი მითხრა დასწრებაზე. ბატონმა მიხეილ დარჩიამ არ განმიმარტა რაში გამოიხატებოდა ინტერესთა კონფლიქტი. თუ მართლა არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, გამომძიებელმა უნდა გამოსცეს დადგენილება ადვოკატის არ დაშვების უარის თქმის შესახებ, ეს დადგენილება არ გამოსცეს. ყველა ვინც შეიძლებოდა ჩამეყენებინა საქმის კურსში ჩავაყანე, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ არის. ასევე რამდენიმე წუთის წინ პოლიციის შენობაში ისმოდა ყვირილის და გინების ხმა", _ გვითხრა რამინ პაპიძემ.
"გურია ნიუსი" ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისგან დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს, რომელსაც რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.