შსს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში მოწმე ი.ხ-ის დაკითხვაზე ადვოკატები გოჩა გორდელაძე და რამინ პაპიძე ამ წუთებში, მას შემდეგ შეუშვეს, რაც "გურია ნიუსმა" საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა.
როგორც ადვოკატმა გორდელაძემ "გურია ნიუსს" უთხრა, ი.ხ-ს დაკითხვა ახლა იწყება, მანამდე კი, ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი მოწმე იკითხებოდა.
"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოწმე ი.ხ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც, მისი ნათესავები მედიკამენტების საყიდლად გაუშვეს.
თუმცა, მოწმის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სამმართველოში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
ამავე თემაზე: