ფრაქცია "ოზურგეთის მომავლისათვის" ინიციატივით საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, სადაც ოზურგეთში არსებული პოლიტიკური პარტიების ლიდერები გაერთიანდნენ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან მგელაძის თქმით, საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭო მიზნად ისახავს დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას მუნიციპალიტეტში, ასევე საზოგადოების ჩართულობას პოლიტიკურ თუ სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში, რაც ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ეხება.
შეხვედრა ქალაქ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოხდა.