უკრაინელი პოლიტიკოსი, კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვიცკი ქართველი ხალხის დასახმარებლად უპრეცედენტო თანხას გამოყოფს. ჩერნოვიცკი თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს 100 ათასი ლარით დაეხმარება. გარდა ამისა ჩერნოვიცკი გმირულად დაღუპულ მეხანძრის ოჯახს 10 ათას ლარს გადაურიცხავს. შესაბამისი განცხადება ლეონიდ ჩერნოვიცკის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved