სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი "მზიურის" ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც მოხალისეებისა და სამხედრო ნაწილების მიერ ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
პატრიარქი, სასულიერო პირებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო და მოხალისეები დალოცა და ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
იგი ხილიანზე გაემართა, სადაც წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში, სტიქიის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილია დასვენებული.
საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან უწმინდესი ვარკეთილში, წმინდა გიორგის ტაძარში მიბრძანდება, სადაც ასევე სტიქიის შედეგად გარდაცვლილია დასვენებული.

































































