ჩუღურეთისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სააქციო საზოგადოება "თელასი" 35 კილოვოლტიანი საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების "ვერა-1" და "ვერა-2" აღდგენით სამუშაოებს ასრულებს. სტიქიით დაზიანებული საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა კომპანია "თელასმა" წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, ელექტრომომარაგების აღდგენა კომპანიამ დროებითი სქემის გამოყენებით შეძლო.
უწყების ცნობით, ამჟამად, საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების "ვერა-1" და "ვერა-2" აღდგენითი სამუშაოების დასასრულებლად საჭიროა დროებით შეიზღუდოს თბილისის ორი ცენტრალური რაიონის ელექტრომომარაგება. აქედან გამომდინარე, 19 ივნისს 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეეზღუდვა შეეხება ჩუღურეთისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის ნაწილს, კერძოდ:
ჩუღურეთის რაიონში: აღმაშენებლის გამზირის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის, უზნაძის, მარჯანიშვილის, ხეთაგუროვის, ნინო ჩხეიძის, სანკტ-პეტერბურგის, წინამძღვრიშვილის, ოცდაექვსი მაისის, ტოვსტონოგოვის, ჩუბინაშვილის, ნინოშვილის, კარგარეთელის, ზურაბ ჭავჭავაძის, კლდიაშვილის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, დგებუაძის, პასტერის, კიტა აბაშიძის, ორჯონიკიძის, თვალჭრელიძის, არაგვისპირელის, ჩიქობავას, ტურგენევის, ბოჭორიძის, ვერჰარნის, რომის, ჩერნიშევსკის, სუნდუკიანის, ნეკრასოვის, მაზნიაშვილის, ტყვიავის, მამარდაშვილის, გრანელის, ხიმშიაშვილის, ბენაშვილის, გოცირიძის, ქვლივიძის, ოსიაურის, ლენტეხის, ლოჭინის, ვეძათხევის, ადიგენის, ჩიტაიას, ჩანჩიბაძის, ანაკლიის, სულუხიას, ერისთავის, კიევის, აჯამეთის, ნათიშვილის, ახალციხის, გორკის, კანკავას, ჭოროხის, ჩაისუბნის, ტირიფონის, საბჭოს, სამრეკლოს, გუმბრის, გედევანიშვილის, კუმისის, დოქის, შურდულის, ბუხაიძის, ტეტელაშვილის, ბაქოს, კვინიტაძის, სანთლის, კოლხეთის, ტოლსტოის, სულიაშვილის, წმინდა ნიკოლოზის, ციმაკურიძის და პლატონის ქუჩების.
მთაწმინდის რაიონიში: რუსთაველის გამზირის, რესპუბლიკის მოედნის, ორბელიანის მოედნის, ვერეს დაღმართის, ათონელის, თაბუკაშვილის, ფურცელაძის, ფხოვის, ხაზინის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, აბაშიძის, ვირსალაძის, ხიდის, სანაპიროს, გერცენის, ალექსი-მესხიშვილის, სარაჯიშვილის, საქანელას, 8 მარტის, ლაღიძის, ქუთათელაძის, ბროსეს, კვალის, კახიძის და ალ. ჭავჭავაძის ქუჩებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

































































