შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა და სამაშველო სამსახურმა წყნეთში ვეფხვის შებნის ოპერაცია დაასრულა.
როგორც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა "გურია ნიუსს" უთხრა, შსს-ს წარმომადგენლებს ადგილზე ვეფხვის კვალი არ აღმოუჩენიათ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურებისას ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს ამ დრომდე ეძებენ. ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულია ერთი თეთრი ვეფხვი და ერთი აფთარი.
ამავე თემაზე:
"ვეფხვის ხმა ჩაიწერეს ტელეფონში და დინამიკების მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ" – ნინო გიორგობიანი