საჭირო მასალა:
კრევეტები _ 0,5 კგ + 100 გრ. მოსართავად; მაგრად მოხარშული კვერცხი _ 4 ცალი; კარტოფილი _ 4 ცალი; წითელი ხიზილალა _ 140 გრამი; მაიონეზი _ 300-400 გრამი; ლიმონი _ 1 ცალი.
მომზადება:
კრევეტები გავრეცხოთ, გავწმინდოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში 3-4 წუთის განმავლობაში; გავაცივოთ და გავჭრათ სიგრძით შუაზე.
მოსართავად გადავდოთ გაუჭრელი კრევეტები. კარტოფილი მოვხარშოთ მუნდირში, გავაცივოთ და გავფცქვნათ, შემდეგ კი გავხეხოთ საშუალო ზომის სახეხზე. მარილიან წყალში მოხარშული კვერცხიც საშუალო ზომის სახეხზე გავხეხოთ.
სასალათეზე დავალაგოთ ყველა მასალა შემდეგი მიმდევრობით: ცოტა მაიონეზი _ კრევეტების ნახევარი _ ისევ მაიონეზი _კარტოფილი _ მაიონეზი _ კვერცხი _ მაიონეზი _ კრევეტების მეორე ნახევარი _ მაიონეზი _ ხიზილალა.
მოვრთოთ ლიმონის ნაჭრებით, კრევეტებით და სურვილის შემთხვევაში _ მწვანილით.
სუფრაზე მიტანის წინ, აუცილებელია სალათი თუნდაც 1 საათით მაინც შევდოთ მაცივარში.