მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ჟურნალ "მასწავლებლის" დაარსებიდან 7 წლის აღსანიშნავი ღონისძიება და ჟურნალის ფარგლებში გამოცემული "მასწავლებლის წიგნის" პრეზენტაცია გაიმართა.
მასწავლებლის წიგნი "საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლებისთვის", ჟურნალ "მასწავლებელისა" და ინტერნეტგაზეთ "mastsavlebeli.ge"-ს ფარგლებში გამოცემული მეოთხე წიგნია.
2014 წელს ამ სერიით სამი წიგნი გამოიცა: "მასწავლებლის წიგნი პროფესიული უნარების განვითარებისთვის", "დაწყებითი სწავლების მასწავლებლებისთვის" და თომას გორდონის "როგორ გავხდე კარგი მშობელი."
წიგნის წარდგინებას საბუნებისმეტყველო საგნების 100-ზე მეტ პედაგოგთან ერთად 13 ივნისის სტიქიისას დაზარალებული პედაგოგებიც დაესწრნენ, რომლებსაც ცენტრისა და ჟურნალ "მასწავლებლის" ავტორების სახელით საჩუქრები და ფულადი დახმარება გადაეცათ.