13 ივლისს, 14 საათზე, ჩოხატაურში, კინოთეატრ "გურიაში" გაიმართება საქველმოქმედო საღამო "ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი და ვაკეთოთ სიკეთე". ღონისძიების ორგანიზატორი ჩოხატაურის ახალგაზრდული საკრებულოა, რომლის ერთ-ერთი წევრი შაკო ბაბულეიშვილი, რამდენიმე დღეა სარემონტო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს.
მოსაწვევიდან, რომელიც სამი ლარი ღირს ირკვევა, რომ საღამოზე წარმოდგინელი იქნება პოეზიისა და მუსიკის სინთეზი.
სპეციალური სტუმრები იქნებიან: "მეცამეტე თვის პოეტები" _ ბაჩო ზაქაიძე, გურამ ლაცაბიძე, ამირან ჯანჯღავა, ოთარ ფალიანი, ირაკლი დეისაძე (დეი), ნიკოლოზ ხახუტაშვილი (ხახუტა), გიორგი თუშიშვილი და ალექსნადრე შურღია.
რაც შეეხება მომღერლებს _ საქველმოქმედო კონცერტს სიმღერით გაალამაზებენ ლუკა შარაშენიძე, ნიკა მირზიაშვილი, ფანდურა _ გიორგი ბექაური.
ღონისძიებაზე შემოსული თანხები, ორგანიზატორების განცხადებით "ივლიტას ბიბლიოთეკას" გადაერიცხება.