ალიგატორი, რომელმაც 28 წლის კაცი იმსხვერპლა ტეხასში, დღეს მოკლეს.
DAILYMAIL-ის ინფორმაციით, გასულ კვირას ტეხასში, მარინას პორტში, სანაპიროზე, კაცი საცურაოდ იმ მდინარეში შევიდა, სადაც ცურვა და თევზაობა ალიგატორების გამო აკრძალულია.
11 მეტრის სიგრძის რეპტილია საცურაოდ შესულ კაცს თავს დაესხა, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა.
თვითმხილველების თქმით, მსხვერპლი რესტორნიდან ნასვამი გამოვიდა და წყალში შესვლის ამკრძალავ ნიშნებს ყურადღება არ მიაქცია.
როგორც ცნობილია, 28 წლის მამაკაცის სხეული ნაპოვნია. მან თავდასხმის დროს მარცხენა მკლავი იდაყვს ქვემოთ დაკარგა, ასევე ჭრილობა გულ-მკერდის არეში აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოქალაქემ ალიგატორს თავში ესროლა და მოკლა, სწორად იმ ადგილას, სადაც მან კაცი იმსხვერპლა. რეპტილიის მოკვლის შემდეგ კაცმა პოლიცია გამოიძახა და დანაშაული აღიარა.
გამოცემის ინფორმაციით, ალიგატორის მოკვლისთვის 500 დოლარია ჯარიმა.
აღსანიშნავია, რომ 1836 წლის შემდეგ, მარინაში ალიგატორის მიერ ადამიანის მოკვლის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.