ნიგერიის ქალაქ გომბის ბაზარში 2 აფეთქება მოხდა.
REUTER-ის ინფორმაციით, ბაზარში მომხდარ აფეთქებებს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 70-მდე დაშავდა. სამაშველო ქმედებებში წითელი ჯვრის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 2 ბომბი ბაზრის ტერიტორიაზე ტერორისტულმა დაჯგუფება "ბოკო ჰარამმა" დაამონტაჟა.
ქვეყნის პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარუმ "ბოკო ჰარამის" წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხად დააყენა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა დაჯგუფება, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს, განსაკუთრებით 29 მაისის შემდეგ გაააქტიურა, რაც ნავთობმწარმოებელი ქარხნის გახსნა მოხდა.
ისლამისტურმა დაჯგუფება "ბოკო ჰარამმა" ქვეყნის მასშტაბით ასობით ადამიანი უკვე შეიწირა.