მედიასახლ "გურია ნიუსის" ჩოხატაურის ოფისში, 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა უკვე გაიხსნა.
ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრნენ: ივლიტას მამა, მამა გიორგი ჯიბუტი ოჯახის წევრებთან ერთად,, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი (აბაშიშვილი ივლიტას ლექტორი იყო), განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, პაარლამენტის წევრები: ზვიად კვაჭანტირაძე, თემურ ჭკუასელი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და რიგითი მოქალაქეები.
სტუმრებმა ივლიტაზე, "ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე" და იმ ახალგაზრდების შემართებაზე ისაუბრეს, რომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ "ივლიტას ბიბლიოთეკა", 19 ივლისს. მის დაბადების დღეზე გახსნილიყო.
"ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო გახდა. გარდა წიგნთსაცავისა მას ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციაც ექნება. მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინაც საოცარი ენთუზიაზმი გამოიჩინა და გააგრძელა ის უდიდესი მუხტი, რომელიც თბილისში სტიქიური უბედურების დროს ვერეს ხეობაში დაიბადა და ივლიტას სახელით გაგრძელდება. ივლიტას ბიბლიოთეკა უნდა გახდეს საქართველოს ყველა რეგიონისა და ქვეყნის გაერთიანების სიმბოლო“ _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიბლიოთეკა მედიასახლ “გურია ნიუსისა” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციტივით, ახალგაზრდების ენთუზიაზმით, შრომით და სიყვარულით გაკეთდა. .
"ვერეს თაობა" გურიაში სახელმწიფოებრივი იდეების ირგვლივ გაერთიანდა და სიყვარულით თანაცხოვრება დაიწყო!