"გურია ნიუსის" კითხვაზე _ არის თუ არა ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელი ისეთი, როგორიც დაგვპირდა ბიძინა ივანიშვილი ასე პასუხობს:
_ თურმე მითქვამს სადღაც და რათქმაუნდა არაკორექტული ვიყავი როცა ეს ვთქვი. რამდენადაც შეუძლებელია მესამე წელი, წელს, ეკონომიკურად გამართული იყოს და ყველას ჯიბეს დააჩნდეს. რეალურად უმუშევრობა იმაზე მეტია, ვიდრე სტატისტიკა წერს, _ ამბობს ივანიშვილი "გურია ნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.