საფრანგეთში ხანძარს ებრძვიან. ათასობით ტურისტი ევაკუირებულია.
BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის სამხრეთ პროვინციაში ცეცხლი მაღალი ტემპერატურის გამო გაჩნდა.
ამ დროისთვის ცეცხლმა ქალაქ ფარეჯუსთან ახლოს 30-მდე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
შემთხვევის ადგილზე ცეცხლის გაჩენამდე პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი იმყოფებოდა, რომელმაც მეხანძრეები გააფრთხილა, გამოიჩინონ მეტი სიფხიზლე.
ოფიციალური პირების განცხადებით ,ოთხი წყალდამშენი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი ჰაერიდან ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას.
„ფაქტია,რომ ხანძრის გაჩენა არ არის დაუდევრობის ბრალი. ეს ეპიდემიის მსგავსი მოვლენაა. ამიტომ ვთხოვ ადამიანებს შექმნილი ვითარების გამო ადეკვატურად მოიქცნენ.“_განაცხადა პრეზიდენტმა ოლანდმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლებისა და სპორტული კომპლექსისკენ მიემართება.