29 წლის ალექსანდრე ჩაჩუას დანიშვნის ბრძანებას ხელი ორშაბათს მოეწერა.
სპეციალობით ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და ბიზნესის მართვის ბაკალავრია.
იგი ახალი სახეა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე ჩიჩუამ ზურაბ ჩანტლაძე შეცვალა, რომელიც ცოტა ხნის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა.
ალექსანდრე ჩიჩუა მუშაობდა "საქართველოს ბანკის "ქუთაისის ფილიალში საკრედიტო პრომოუდერად.
იყო სასტუმრო "აიეტის" ფინანსური მენეჯერი; შპს "საქართველოს ფოსტის" ქუთაისის ფილიალის მთავარი ბუღალტერი.
ასევე მუშაობდა შემოსავლების სამსახურში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრად.
2015 წლიდან არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლა და ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრს ხელმძღვანელობდა.