ტერორისტული დაჯგუფების "თალიბანის" ლიდერი მულაჰ მუჰამედ ომარი გარდაიცვალა, თუმცა დაჯგუფების წევრებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
BBC-ის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ავღანეთის მთავრობის წევრები ავრცელებენ.
როგორც ცნობილია, მუჰამედ ომარი დაჯგუფებას 1996 წლიდან ხელმძღვანელობდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მულაჰ მუჰამედ ომარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა არცერთხელ სიმართლეს არ შეესაბამებოდა.