ამ წუთებში სუფსის ცენტრალური გზა პარალიზებულია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან შსს ყველა სტრუქტურის წარმომადგენელები, საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური, სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მანქანები.
ადგილზე მუშაობას იწყებენ ექსერტები. იწყება გვამების ამოცნობის პროცესი. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილების ვინაობა რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსხაურში გვითხრეს, "მერსედესის" მარკის ავრტომობილი, სავარაუდოდ, თბილისში მცხოვრებ პიროვნებას ეკუთვნოდა. ხოლო მიკროავტობუსი ფოთში მცხოვრები პიროვნების სახელზე იყო რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ სუფსაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.
ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.