ძლიერმა წვიმამ ინდოეთში მეწყერის ჩამოწოლა და წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის შედეგად 27 ადამიანი მიანმარში, ხოლო 20 მანიპურში დაიღუპა.
BBC-ის ინფორმაციით, სტიქიამ ყველაზე მეტად მიანმარი და მანიპური დააზარალა. უწყვეტი წვიმისგან მოვარდნილმა წყალმა ხიდები და გზები თან წაიღო, ხოლო 100 000 ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.
როგორც ცნობილია, 140 000-ზე მეტი მოქალაქე როჰინგიის რაიონში ბანაკებში ცხოვრობს, თუმცა ორგანიზაცია "წითელ ჯვარს", წყალდიდობის გამო შექმნილი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია არ აქვს.
მაუწყებლის ცნობით, მაშველებმა 7 000-მდე დაზარალებული 23 მონასტერში გადაანაწილეს, თუმცა ძლიერი წვიმის შეწყვეტამდე ფართომასშტაბიანი სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ვერ განხორციელდება.
ამ დროისთვის უცნობია თუ რა ზარალი მიადგა ქვეყანას, ასევე უცნობია დაკარგულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა.
სინოპტიკოსების თქმით, ძლიერი წვიმა მომდევნო კვირის განმავლობაშიცაა მოსალოდნელი.