გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს ახალი მოადგილე ჰყავს _ გია ებრალიძე მისი მესამე მოადგილეა.
1954 წელს დაბადებული ებრალიძე წოდებით იუსტიციის უფროსი მრჩეველი/პოლკოვნიკია.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. CV-ის თანახმად წარჩინებით.
1977/1988 წლებში, ქალაქ ხარკოვის პროკურატურის ინსტიტუტში პროფესიული გადამზადების კურსები გაირა და სამუშაო გამოცდილება შეიძინა.
2014 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ლექცია-სემინარების შემმოწმებელი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა;
არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2000 -2006 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარე გახლდათ;
1991- 2000 წლებში გარდაბნის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე;
1991-1991 წლებში ზესტაფონის რაიონის პროკურორი;
1991-1991 წლებში საქართველოს პროკურატურატურის კადრების განყოფილების უფროსი; საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;
1980-1990 წელბში მარნეულის რაიონის პროკურორი;
1977-1980 წლებში საქართველოს პროკურატურის უფროსი პროკურორი;
1976-1977 წელბში ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის პროკურორის თანაშემწე;
1975-1976 წლებში კი ნაძალადევის რაიონის პროკურატურის გამომძიებელად მუშაობდა.