ჩრდილოეთ კორეაში 15 აგვისტოს საათებს 30 წუთით უკან გადასწევენ.
CNN-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ დააანონსა, რომ 15 აგვისტოს, იაპონიიდან განთავისუფლების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, კორეაში საათებს ნახევარი საათით უკან გადასწევენ, რათა კორეელებმა საკუთარი დრო დაიბრუნონ, რაც იაპონურ კოლონიზაციამდე ჰქონდათ.
"ბოროტმა იაპონელმა იმპერიალისტებმა, რაც ჩაიდინეს გაუმართლებელია. მათ კორეას ჩამოართვეს სტანდარტული დრო და 5 000 წლის მანძილზე თელავდნენ მის მიწას,რათა კორეელი ერი გაენადგურებინათ."_ნათქვამია კორეის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამხრეთ კორეაში კი ფიქრობენ რომ დროის უკან გადაწევამ შესაძლოა გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს.
„დროის უკან გადაწევა კორეაში გარკვეულ სირთულეებს გამოიწვევს,კონკრეტულად კაესონგის სამრეწველო სისტემას შეეხება.“_თქვეს სამხრეთ კორეაში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ცნობილია, კორეას უკვე აქვს საკუთარი კალენდარი. ქრისტეს დაბადების ნაცვლად, ისინი, წელთაღრიცხვას საკუთარი ლიდერის, კიმ ირ სანგის დაბადების თარიღიდან ითვლიან. კიმ ირ სინგი ჩრდილოეთ კორეაში 1912 წელს დაიბადა, შესაბამისად წელს 104 წელი შეუსრულდებოდა.