ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ოზურგეთში იმყოფებოდა.
ის ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისში “საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“-ის სასწავლო კურსის დასრულების ცერემონიას დაესწრო.
სერთიფიკატების გადაცემის დროს გაირკვა, რომ სკოლის ერთ-ერთი მონაწილე, ჯულიეტა ტაკიძე კარგად მღერის. ტრენერების თხოვნით მან ხალხური სიმღერების პოპური შეასრულა. შესრულების დროს მას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შეურთდა.
თუ როგორ მღერის ცესკოს თავმჯდომარე, ამას ვიდეორეპორტაჟიდან გაიგებთ.