რამდენიმე წუთის წინ ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოადგილე ზაზა დოლიძე, რომლის კანდიდატურაც პოლიციის უფროსის პოსტზე განიხილება, სამსახურებრივი ავტომობილით ძროხას დაეჯახა.
როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ავტომობილი ძლიერადაა დაზიანებული.
დოლიძის თქმით, შემთხვევას საპატრულო პოლიცია იძიებს და დამნაშავეც მალე გაირკვევა:
_ ვინ გითხრათ, რომ ავარია მოხდა?
_ წყაროს რა მნიშვნელობა აქვს. თქვენ ხომ მართავდით ავტომობილს?
_ კი, მე ვმართავდი. ყველაფერი მალე გაირკვევა, არაფერი ისეთი.
_ თქვენ არ იყავით დამნაშავე?
_ მომხდარს საპატრულო პოლიცია იძიებს.
_ რას იძიებს? _ თქვენ ხართ დამნაშავე თუ ძროხა?
_ ყველაფერი იქნება საჯარო. დასრულდება მოკვლევა და მერე გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა დოლიძემ.