უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში , განსაკუთრებით ლუგანსკის მიმართულებით, ვითარება ისევ დაძაბულია.
UKRAINE TODAY-ს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში რუსმა-სეპარატისტმა სამხედროებმა ზავი დაარღვიეს.
"გასული 24 საათის განმავლობაში, სამხედრო ოპერაციებში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 10 დაიჭრა."_განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერმა ანტიტერორისტულ საკითხებში, ალექსანდრე მოტუზიანიკმა
ანტიტერორისტული პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომბინირებულმა რუსულ-სეპარატისტულმა შენაერთებმა მინსკის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკვე 111-ჯერ დაარღვიეს.
მათივე ინფორმაციით, სამხედრო არტილერია რუსულ-სეპარატისტულმა სამხედრო დაჯგუფებებმა 9-ჯერ გამოიყენეს, უკრაინელი სამხედროების მიმართულებით 41 ჭურვი ისროლეს, გარდა ამისა, მათ სამხედრო ოპერაციაში ტანკებიც და გრადის ტიპის რაკეტებიც გამოიყენეს.