დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქუჩაზე მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
" უცებ მოხდა ყველაფერი, მანქანა მიდიოდა და უცებ ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამსახური და პატრულის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე დროულად მოვიდნენ. მთავარია, რომ მსხვერპლი არ მოყოლია ხანძარს". – გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
მანქანაში ბავშვი და ორი მამაკაცი ისხდნენ.