უკრაინაში არსებული დაპირისპირების შესახებ გამართულ მოლაპარაკებაზე საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეები 1-ელი სექტემბრისთვის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, გამართულ შეხვედრაზე ეუთო-ს წარმომადგენელმა მარტინ საიდიკმა თებერვლის თვეში მინსკში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევის გამო შეშფოთება გამოთქვა.
„გამართულ მოლაპარაკებაზე საკმაოდ საინტერესო და დაბალანსებული შეთავაზება გამოითქვა. სასწავლო წლის დაწყებისთვის, 1 სექტემბერს დაბომბვა შეწყდება. ამ წინადადებას ყველა მხარე დათანხმდა და არსებობს იმედი, რომ 1-ელი სექტემბრიდან ჩვენ შევძლებთ დაბომბვა შევაჩეროთ, “ _ განაცხადა ლუჰანსკში სეპარატისტული მხარის ლიდერმა, ვლადისლავ დიენიგმა.
მაუწყებლის ცნობით, საფრანგეთი და გერმანია უკრაინაში მშვიდობის ჩამოსაგდებად მუშაობას კვლავ გააგრძელებენ.
როგორც ცნობილია, თებერვლიდან ყველა მხარესთან დაწყებულია პოლიტიკური პროცესები, ასევე დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ევროკომისიის პრეზიდენტთან ჯინ-კლაუდ ჯანკერთან შეხვედრა.































































