ჰალკი (ბრაზილია) – "ზენიტი," სანკტ-პეტერბურგი
რუსეთის ჩემპიონის "ზენიტის" ბრაზილიელი ფორვარდი ჰალკი, ერთი შეხდევით, მოუქნელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თავისი გაბარიტებით ის კომიქსების სუპერგმირს უფრო წააგავს, ვის სახელსაც ატარებს. თუმცა, როგორც კი ჰალკი მოედანზე გადის, უმალ იქცევა ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და მოუხელთებელ ფეხბურთელად, რომლის ანგარიშზე არაერთი გამარჯვების მომტანი გოლია. მას ჩინებული სისწრაფე და ბურთის ფლობა აქვს, ის შეუდარებელია მცველებთან ორთაბრძოლის დროს, რადგან, თავისი მასით აიძულებს მოწინააღმდეგეებს, რომ უკან დაიხიონ და თავი აარიდონ შეტაკებას.
მარეკ ჰამშიკი (სლოვაკეთი) – "ნაპოლი"
"ნაპოლის" სლოვაკი ნახევარმცველი იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე გამძლე და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია. ჰამშიკი არ გამოირჩევა სასტარტო სისწრაფით, მაგრამ, ორთაბრძოლებში ის შეუდარებელია და 90 წუთის განმავლობაში პრაქტიკულად არ იღლება. იგი თავისი გუნდისა და ნაკრების ნამდვილი ლიდერია და მასზე დიდი ხანია, მსოფლიოს ტოპ-კლუბები ნადირობენ.
გარეთ ბეილი (უელსი) – "რეალი"
უნიკალური ფიზიკური მონაცემების მქონე გარეთ ბეილმა საკუთარი პოტენციალი სრულად გამოევლინა სამეფო კლუბში. წარმოშობით უელსელი მოთამაშე იდეალური გარემარბია, რომელიც შესვენების გარეშე ახორციელებს კროსებს მეტოქის საჯარიმოში. ცნობისთვის, გარეთ ბეილი ფეხბურთელის კარიერის არჩევამდე მძლეოსნობაში წარმოადგენდა თავის სკოლას და მნიშვნელოვანი წარმატებებიც ჰქონდა.
უეინ რუნი (ინგლისი) – "მანჩესტერ იუნაიტედი"
უეინ რუნი შეუცვლელი ფეხბურთელია როგორც "მანჩესტერში," ისე ინგლისის ნაკრებში. რუნის ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ზედმეტი წონის პრობლემა აწუხებს, თუმცა, ამის მიუხედავად, მსოფლიოს ერთ-ერთი უსწრაფესი ფეხბურთელი და ასევე, თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ათლეტური სპორტსმენია.