მკვლევარებმა გიგანტური მორიელის მსგავსი ცხოველის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას LOS ANGELES TIMES ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ გიგანტური მორიელი 450 მილიონი წლის წინ ცოცხლობდა.
როგორც ცნობილია, არსებას მასიური წინა კიდურები ჰქონდა, რასაც სავარაუდოდ მსხვერპლის დასაჭერად იყენებდა. გარდა ამისა, მას ფარფლებიც ჰქონდა, რაც წყალში ცურვის დროს ეხმარებოდა.
მეცნიერების თქმით, გიგანტური მორიელის მსგავსი არსება, რომელსაც მათ პენტექოპტერუსი უწოდეს, წყლის ფსკერზე თავისუფლად გადაადგილდებოდა.
მათივე თქმით, გიგანტურ მორიელს ძვლები არ ჰქონდა.
„ჩვენ შევძელით დაგვედგინა, რომ ის ფეხების არტიკულირების მეშვეობით გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, აღმოვაჩინეთ უამრავი ბუსუსები, რამაც წარმოსახვა შეგვიქმნა თუ როგორ გამოიყურებოდა ის გარემოში, “_ განაცხადა ლანდსმელმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გიგანტური მორიელის ნამარხი მდინარე აიოვაში აღმოაჩინეს.