საბერძნეთში, სექტემბერში, დანიშნული ვადამდელი არჩევნები ახლოვდება, რის გამოც, ახალი დემოკრატიული პარტიის ლიდერი ევანგელოს მეიმარაქისი ცენტრალურ ათენში ამომრჩევლებს შეხვდა.
EURONEWS-ის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ფავორიტად რჩება, თუმცა გამოკითხვის მიხედვით 2 ლიდერს შორის სხვაობა ოთხ პროცენტზე ნაკლებია.
"ის არ ტყუის, არ იძლევა ფუჭ დაპირებებს და შეუძლია ციპრასზე უკეთესი პრემიერ-მინისტრი იყოს,"_ თქვა მეიმარაქისის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.
სხვა ამომრჩევლის თქმით, კი სირიზას მიმართ ნდობა შემცირდა.
"ვფიქრობ, ხალხს სირიზას მიერ კაპიტალზე კონტროლის დაწესების შემდეგ იმედი გაუცრუვდა. მჯერა, მისმა მიმართულებამ ახალი დემოკრატებისკენ გადაინაცვლა", _ თქვა მან.
საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, 20 სექტემბერს არჩევნებში ის პარტია გაიმარჯვებს, რომელიც შეძლებს მხარდამჭერების უმრავლესობის 15%-ზე მეტი ხმის მოპოვებას.
როგორც ცნობილია, სატელევიზიო დებატები სადაც საბერძნეთის ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ 10 სექტემბერს გაიმართება, ხოლო 14 სექტემბერს, დებატები ალექსის ციპრასსა და მეიმარაქისს შორის ჩატარდება.საბერძნეთში, სექტემბერში, დანიშნული ვადამდელი არჩევნები ახლოვდება, რის გამოც, ახალი დემოკრატიული პარტიის ლიდერი ევანგელოს მეიმარაქისი ცენტრალურ ათენში ამომრჩევლებს შეხვდა.
EURONEWS-ის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ფავორიტად რჩება, თუმცა გამოკითხვის მიხედვით 2 ლიდერს შორის სხვაობა ოთხ პროცენტზე ნაკლებია.
"ის არ ტყუის, არ იძლევა ფუჭ დაპირებებს და შეუძლია ციპრასზე უკეთესი პრემიერ-მინისტრი იყოს,"_ თქვა მეიმარაქისის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.
სხვა ამომრჩევლის თქმით, კი სირიზას მიმართ ნდობა შემცირდა.
"ვფიქრობ, ხალხს სირიზას მიერ კაპიტალზე კონტროლის დაწესების შემდეგ იმედი გაუცრუვდა. მჯერა, მისმა მიმართულებამ ახალი დემოკრატებისკენ გადაინაცვლა", _ თქვა მან.
საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, 20 სექტემბერს არჩევნებში ის პარტია გაიმარჯვებს, რომელიც შეძლებს მხარდამჭერების უმრავლესობის 15%-ზე მეტი ხმის მოპოვებას.
როგორც ცნობილია, სატელევიზიო დებატები სადაც საბერძნეთის ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ 10 სექტემბერს გაიმართება, ხოლო 14 სექტემბერს, დებატები ალექსის ციპრასსა და მეიმარაქისს შორის ჩატარდება.