პარიზის მე-18 რაიონში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობას 100 მეხანძრე ცდილობდა.
ოფიციალური პირების თქმით, ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია, ხოლო 4 დაშავებული მაშველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ჯერ ადრეა.
გამომძიებლების თქმით, ცეცხლი შენობას ვიღაცამ განზრახ წაუკიდა.
როგორც ცნობილია, სამაშველო სამსახურმა იმ ღამეს კორპუსიდან, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა 2 გამოძახება მიიღო. პირველი გამოძახების შემდეგ, ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს, თუმცა 2 საათის შემდეგ კორპუსს ცეცხლი ისევ გაუჩნდა.
„ნათელია, როდესაც ერთ ღამეს შენობას ცეცხლი ორჯერ უჩნდება, ეს უკვე ბოროტი განზრახვით ჩადენილი ქმედებაა,“_ განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, პიერ-ჰენრი ბრანდეტმა.
მისივე თქმით, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა ხანძრმა, ახლოს მდგარი 15 შენობაც დააზიანა.
მომხდარს საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი გამოეხმაურა.
„ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ყველაფერი კეთდება, “_ ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებეში.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.