უკრაინელმა ჟურნალისტებმა რამდენიმე ინტერნეტ საინფორმაციო გვერდი აღმოაჩინეს,რომლებსაც უკრაინელებისა და ამერიკელების სახელით რუსეთიდან იმართებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას UKRAINE TODAY ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, Newsnyork.com (New York News)
Newsinca.com (California News); Newsinkansas.com (Kansas News); Xerson.net (Новости Херсона); v-kieve.net (Новости Киева); novosti.lugansk.ua (Новости Луганска); novosti.donetsk.ua (Новости Донецка) – ეს იმ საიტების ჩამონათვალია,რომლებზეც უკრაინის შესახებ რუსები დეზინფორმაციას ბეჭდავდნენ.
როგორც ცნობილია, აღნიშნული საიტები მასალებს მსგავსი წყაროებიდან იწერდნენ,რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში არცერთ მათგანს მნახველი არ ყავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, Newsnyork.com-მმა ყალბი ინტერვიუ გამოაქვეყნა უკრაინელ ბანკირთან, იგორ მაზეპასთან, სადაც ბანკირი იუწყებოდა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ მას კონტროლში გადასცა კომპანია UKRSPIRT.
პრესის დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული ინტერვიუ საერთოდ არ შემდგარა.
როგორც ცნობილია, ვებ დეველოპერად კომპანია 1GOROD.COM არის ნახსენები, რომელიც ანატოლი ბუჩკევიჩის მიერ არის რეგისტრირებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინგლისურში სიტყვა GOROD არ არსებობს, რუსულად კი ქალაქს ნიშნავს.