ეს არის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი დიეტა. მისი ორმაგი სარგებელი კი იმაში მდგომარეობს, რომ იკლებთ წონაში და იკეთებთ ვიტამინების მარაგს.
ვაშლის დიეტა ბევრი რამით არის კარგი:
ა) კვების გარკვეული შეზღუდვის დროსაც კი, ორგანიზმი იღებს ყველა აუცილებელ ნივთიერებასა და მინერალს.
ბ) სწრაფად ავსებს ორგანიზმს ენერგიით, იწვევს დანაყრების შეგრძნებას.
გ) არის მსუბუქი შარდმდენი საშუალება.
დ) აძლიერებს იმუნიტეტს და სწრაფად გამოჰყავს ორგანიზმიდან წიდები.
ე) ვაშლი მდიდარია რკინით, რაც ხელს უშლის ანემიის წარმოქმნას.
ვ) ვაშლი შეიცავს ხსნად და არახსნად უჯრედისებს. მის კანში არის ბევრი ცელულოზა, რბილობში კი – დიდი რაოდენობით პექტინი. კუჭში გაფუების დროს უჯრედისი დიდხანს ახდენს შიმშილის ბლოკირებას.
100 გრამი ვაშლი = 52 კილოკალორიას.
დიეტა:
დილით – 2 სადილის კოვზ „ჰერკულესს“ შეურიეთ 1 ცალი გახეხილი (კანიანად) ვაშლი და 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი ან კეფირი.
შუადღეს – 2-3 ცალი დაჭრილი ვაშლი, 100-150 გრამი დაჭრილი მოხარშული უცხიმო ხორცი (ქათმის ან საქონლის), მწვანე ხახვი და ყველანაირი მწვანილი აურიეთ ერთმანეთში. მარილი – ძალიან ცოტა.
საღამოს – 2 ცალი გამომცხვარი ვაშლი და 1 ჩაის ჭიქა მაწონი.
დალიეთ დღეში 2 ლიტრამდე წყალი და მწვანე ჩაი.
ამ დიეტით ერთ კვირაში 3-4 კილოგრამს დაიკლებთ.